ხელისუფლება სასამართლოს კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის სახით იყენებს – TI

ხელისუფლება სასამართლოს კრიტიკული მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის სახით იყენებს – ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაცია მიმოიხილავს და აანალიზებს იმ ბერკეტებს, რასაც “ქართული ოცნება” “კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და მათი დისკრედიტაციის” მიზნით იყენებს.

ორგანიზაციის თანახმად, “მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით გახშირდა, ცილისწამების სარჩელები, რაც ხელისუფლებისთვის დამატებითი ბერკეტია არასასურველი მედიის შესაზღუდად”.

ორგანიზაცია სამ ძირითად ტენდენციაზე საუბრობს – გაუმართლებლად ხანგრძლივი განხილვის ვადები, საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით და შრომითი დავების დროს სასამართლო მტკიცების ტვირთის მედიის წარმომადგენლებისთვის დაკისრება.

“სასამართლოს მიერ მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვნად აუარესებს ქვეყანაში როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე შრომითი უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად შეაფასოს ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეინარჩუნოს მის მიერვე დადგენილი მაღალი სტანდარტი და პრაქტიკა”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, შრომით სამართლებრივ თუ სხვა უფლებებთან დაკავშირებით 200-მდე ჟურნალისტისა და მედიის სხვადასხვა წარმომადგენლის უფლებებს იცავს სასამართლოში.

banner
წინა სტატიაშიბადრი ესებუას განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ახალი მძევლით ვაჭრობას შეეცდება და ოპოზიცია ფხიზლად უნდა იყოს