“ხელისუფლება, რაც უფრო გაწელავს ზამბარას, მით მტკივნეულად მოხვდება ცხვირში” – უგულავა თბილისში დაბრუნდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისში დაბრუნდა. გერმანიაში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ “ევროპული საქართველოს” ლიდერი კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ის მზად არის სამართალდამცველების კითხვებს პასუხი გასცეს, თუმცა მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. საქმე ეხება 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

„ნებისმიერი სცენარისთვის ვარ მზად, რაც უფრო მეტად სიცრუის მორევში გადაეშვება ხელისუფლება, რაც უფრო გაწელავს ზამბარას, მით მტკივნეულად მოხვდება ცხვირში. მზად ვარ დავიკითხო მაგისტრ მოსამართლესთან. მნიშვნელოვანია, რომ მივიდე და მოწმედ დავდგე, ვამხილო და სამართლებრივად დავამაგრო უბედურების ის მორევი რაც ვიხილე,“-ამბობს უგულავა.

უგულავას მსგავსად ოპოზიციის სხვა ლიდერები საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მიცემას მხოლოდ სასამართლოში დათანხმდნენ.

მოწმის სტატუსით გიორგი ბარამიძე უკვე გამოიკითხა, რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს – ის საქართველოში ამ დრომდე არ იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანმა საპატიმრო დატოვა
შემდეგი სტატიასაქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა