ხელისუფლება გადავიდა ბოლშევიკურ ტერორზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2019 21:09

ხელისუფლება გადავიდა ბოლშევიკურ ტერორზე

ხელისუფლება გადავიდა ბოლშევიკურ ტერორზე – ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. პარლამენტის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, რომელშიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები მონაწილეობდნენ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.

„იმის მაგივრად, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ კოლაბორაციონისტურ ხელისუფლებას დაეწყო პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი, ამის მაგივრად დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. უკვე გამოაცხადეს, რომ აპატიმრებენ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაპატიმრება არ არის. თუ შედგა ეს დაპატიმრება, ამას კიდევ ბევრი სხვა დაპატიმრება მოჰყვება. იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი ახლა განწირული ხელისუფლებისთვის არის ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ქუჩაში ერთმანეთის თავპირის მტვრევაზე. ნიკა მელიას ქმედებაში არ იყო არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული, ნიკა მელია გამოიტანეს ხელით პარლამენტიდან და ჩამოუშვეს ქვემოთ ქუჩაში და ადამიანმა ერთადერთი, რაც თქვა იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ჩვენი ხელფასით ვინახავთ,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, ამას ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოება არ აპატიებს.

„არაფერი აღარ უშველის ამ ხელისუფლებას. აღმოჩნდა, რომ სახალხო პროტესტის მეექვსე დღეს მათ ვერ გაიგეს ერთი რაღაცა. ნიკა მელიას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, გაერთიანებულ ოპოზიცია და კონსოლიდირებული ოპოზიცია კი არ არიან დაპირისპირებულები, არიან დაპირისპირებულები საქართველოს მოქალაქესთან,” – აღნიშნა ვაშაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 25, 2019 21:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,816
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics