ხელჩართული ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოში – დაკავებულია ენმ-ს დეპუტატი

ოზურგეთის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. დააკავეს ” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი დავით მჟავანაძე.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ენმ-ს დეპუტატმა გოჩა შარაშენიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გააპროტესტა.

დაცვის სამსახურმა გოჩა შარაშენიძე დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა, რაც მისმა თანაგუნდელებმა გააპროტესტეს, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სწორედ ამის შემდეგ დააკავა პოლიციამ მჟავანაძე.

მჟავანაძე ოზურგეთის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი, მას გამოძიება ორი მუხლით, პოლიციელის დაუმორჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.

ოზურგეთის საკრებულომ დღეს, პირველ სხდომაზე, თავმჯდომარედ უკვე მესამე ვადით, ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, დავით დარჩია აირჩია.

ოზურგეთის 45 მანდატიან საკრებულოში 30 ადგილი ქართულ ოცნებას აქვს, 11 ნაციონალურ მოძრაობას, 4 კი გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: მეც მაქვს მაქვს საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რვა რეგიონიდან საკრებულოს თავმჯდომარეები მხოლოდ ოთხში აირჩიეს