,,ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი ახალი რეგულაციის მიღებამდე გაგრძელდება”

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი ახალი რეგულაციის მიღებამდე გაგრძელდება.
დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მის მიერ გამოცხადებული ათდღიანი მორატორიუმი გაგრძელდება.

„მინდა დავაზუსტო, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ და მხოლოდ ხეების მოჭრას. აქ არ იგულისხმება დაავადებული ხეების მოჭრა, რაც ისედაც აუცილებელია და ამაზე მორატორიუმი არ გავრცელდება. ჩვენ დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას გუშინ მივაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია. პროფესიული წრეები მაქსიმალურად არიან ამ პროცესში ჩართული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ახალი რეგულაციები არ შემუშავდება, რომელიც განსხვავებული ფორმით დაარეგულირებს ქალაქში ურბანული განვითარების კონტექსტში ხეების ჭრასთან დაკავშირებულ საკითხებს.

დავით ნარმანიამ ხეების მოჭრასთან დაკავშირებით 10-დღიანი მორატორიუმი 20 აგვისტოს გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ზუგდიდის რაიონში
შემდეგი სტატიაივანიშვილი: საშუალოდ, პარლამენტში 100 დეპუტატი ეყოლება ქართულ ოცნებას