ხედავთ რა მდგომარეობამდე მიიყვანა КГБ-ს გამობრძმედილმა ემისარმა ილია II-მ და ФСБ-ს ამჟამინდელმა აგენტურამ დედა-ეკლესია?

ძვირფასო მეგობრებო, ხედავთ რა მდგომარეობამდე მიიყვანა КГБ-ს გამობრძმედილმა ემისარმა ილია II-მ და ФСБ-ს ამჟამინდელმა აგენტურამ დედა-ეკლესია? ვინ არის პასუხისმგებელი საკადრო პოლიტიკაზე? მზაკვარი და ცილისმწამებელი გიორგი ანდრიაძე, რომ აცხადებს – “გარედან ხდება ეკლესიის ნგრევაო”, ამგვარი ლოგიკის რომელ ადექვატურად მოაზროვნესა და ჭკუათამყოფელს უნდა სჯეროდეს. თუკი შიგნით, ადმინისტრაციასა და მენეჯმენტში არ არსებობს პრობლემათა სიმსივნური მეტასტაზები (არ ვგულისხმობ ეკლესიის მისტიკურ მხარესა და ჭეშმარიტად მაცხოვნებელ სწავლებას), განა შეიძლება სხეულის ატროფია მოხდეს გარედან? და ის უღირსი და სასულიერო პირობისათვის ყოვლადშეუფერებელი ადამიანები, რომელნიც იერარქიასა და სამღვდელო დასში არიან, განა ილია II-ის გემოვნებითა და პირადი ნებით არ ეკურთხნენ? განა, თავად მეუფე იაკობმა არ აღიარა, რომ “პატრიარქმა მაკურთხა ეპისკოპოსადო”? წმინდა სინოდმა კი არა – პატრიარქმაო! დიახ, თითქმის ყოველთვის ასე იყო ამ 41 წლის მანძილზე, რადგან ჩვენს ეკლესიაში ინსტიტუციონალური მდგენელი, კანონიკური წესრიგი, ზნეობა, სულიერი ღირსება და ინტელექტუალური სტანდარტები კი არა, არამედ უშუალოდ პატრიარქ ილიას იმპერატიული ახირებები, მისი განდიდების მანია, ეგოცენტრიზმი და კრემლის დირექტივები წარმართავდა ჩვენში საეკლესიო ცხოვრებას.

… და სად არის ჯვარცმული და მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი მათ შემოქმედებით თუ “სულიერ” მოღვაწეობაში? სადაა ქრისტოცენტრული ცნობიერება? სადაა ცოცხალი ღმერთის განცდა? სადაა პატიოსნება და წესიერება? სადაა კანონის უზენაესობა და მიუკერძოებლობა? სადაა თავისუფლება და მადლმოსილება? სადაა კრებსითობა და მოციქულობრივი პასუხისმგებლობა? სადაა თავმდაბლობა და სიყვარული..? რა თქმა უნდა უკვე აღარსად (მათ ცხოვრებაში) !

სამწუხაროდ, კერპადქცეული მარტორქის ბიუსტი, ფარული ჰედონიზმი და რუსული საცეცები ფაქტობრივ განადგურებას უქადის საქართველოს უძველესი, სამოციქულო ეკლესიის მომავლს!

თუმცა მაინც რა აზრი აქვს რაციონალურ და ობიექტურ მსჯელობას, როცა ხვალ, ტვ ერთსულოვნების ტრიბუნიდან ყველაფერს ისევ ჩვენ დაგვაბრალებენ და იტყვიან: “ყველაფერი თეოლოგების დესტრუქციულობის ბრალია”!

…კრიზისი სახეზეა. ასე ხდება, როცა სულიწმინდას დახლზე დებ და მადლს აქცევ სავაჭრო საქონლად!

პირდაპირ ვაცხადებ, სრული პასუხისმგებლობით, რომ ყველა პრობლემის სათავე ილია II-ის “დავერბოვკებული” და კერპად ქცეული პიროვნებაა! შავი ჭირი, ნელი მოქმედების სიკვდილად მან შემოიტანა ეკლესიაში და ახლა ღმერთი იქამდე არ გაიყვანს წუთისოფლიდან, სანამ არ აყურებინებს თუ რა ემართება სისტემას, რომელიც ქრისტეზე არ ფუძნდება და “შენდება” ავტორიტეტის ნარცისისტურ ეგოზე!

ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების მუხრუჭიც სწორედ ეს ბომონის საკერპოა (იგ. საპატრიარქო)…

ფატალისტი იაკობიც, მარიონეტი შიოც, ამორალური ბართლომეც, პარანოიდი ზვიადაძეც, ფაშისტი ვასაძეც, გაზულუქებული ჩხარტიშვილიც და სხვა მავანნიც ამ რეჟიმის პროდუქტები არიან! ამ თევზის ფხაზე კი თავი -ოკულტისტი ილია მეორეა, ანტიპატრიარქი და ანტიქრისტე!

დადგება დრო და ყველანი ბოდიშს მოგვიხდით, ვინც სიმართლის პატიოსან მთქმელებს – ეკლესიის მტრებად გვასაღებდით, უგუნურნო!

ჩვენ ეკლესიის მტრები კი არა, მისი სიწმინდის ქომაგნი და გულშემატკივარნი ვართ! და რადგან მისი განუყოფელი ნაწილი ვართ ნათლისღებითა და შვილობრივი ერთგულებით, გვსურს საკადრო წმენდა, რებრენდინგი და რეორგანიზაცია. სხვა მხრივ, (“კრიტიკოსებს”) ეჭვიც არ გვეპარება ეკლესიის სწავლა-მოძღვრებით უცდომელობაში! ცხონებას სწორედ მისგან ველით…

“ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია” …

 

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

banner
წინა სტატიაშიმოლდოვამ ოკუპიებული აფხაზეთის დელეგაცია საზღვარზე არ შეუშვა
შემდეგი სტატიაილია II ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღეს საკვირაო წირვას ვერ დაესწრება