“ყაზტრანსგაზ-თბილისმა” გასულ თვეს 7 ათასზე მეტი ღიაკამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრა

“ყაზტრანსგაზ-თბილისის” საგანგაშო სტატისტიკა – კომპანიის მონაცემებით, გასულ თვეს მათ 7 ათასზე მეტი ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრეს. მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ისინი მანამდე ბინის მეპატრონეებმა კუსტარულად ქსელზე ხელახლა დააერთეს. ყველაზე მეტი ღიაკამერიანი აკრძალული გაზდანადგარი სამგორის რაიონში დაფიქსირდა.

წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი წყნეთში იყო.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ღიაკამერიანი გაზდანადგარების კუსტარული მონტაჟი აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, რომ დავით გარეჯის საკითხი მშვიდობიანად მოგვარდება და არ გახდება დაძაბულობისა და ესკალაციის მიზეზი
შემდეგი სტატიაყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა