ხაზარაძე – ვაპირებ, შევიდე ნიკა მელიასთან და ვისაუბრო ორ საკითხზე

მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას ციხეში მონახულებას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

“ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო იგი და ვისაუბრო ორ საკითხზე, რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო. ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან და მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ეს იქნება გალაწუნება ქართული ოცნებისთვის და მათი მართლმსაჯულებისთვის”, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაში„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციონერების შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია