ხაზარაძე: მზად ვარ დავაფინანსო 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის

ქართული ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, მამუკა ხაზარაძე მზადაა „თიბისი ჰოლდინგის“ სახელით 10 ჩარტერული რეისი დააფინანსოს უკრაინელი ტურისტებისთვის.

„მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ „თიბისი ჰოლდინგის“ სახელით დავაფინანსო „ეარზენას“ 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას!“ წერს მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან იკრძალება. მანვე რუსულ ტუროპერატორებს საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოყვანა აუკრძალა.

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველოს ემუქრება
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: პუტინმა ამ დღეებში საქართველოში მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა