ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველოს ემუქრება

რამზან კარიდოვი მსოფლიო დონის ელიტურ სპეციალური დანიშნულების რაზმს ჩეჩნეთში გაწვრთნის

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საქართველოს ემუქრება. თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია,- იმუქრება კადიროვი. ის საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ის Telegram-ში წერს.

კადიროვი ამტკიცებს, რომ ქართული კულტურა და ლიტერატურა მსოფლიომ რუსეთის წყალობით გაიცნო. კადიროვის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ.

“დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა არ ჰყავთ მეზობელი, არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში შეძლებს დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. ნახეთ რამდენი ქვეყანა დაღუპა ამერიკის სიყვარულმა,”- წერს კადიროვი.

banner
წინა სტატიაშინინო სურგულაძე: ამაყი ვარ, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს
შემდეგი სტატიახაზარაძე: მზად ვარ დავაფინანსო 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის