ხაზარაძე: მიღებული დახმარება და აღებული ვალები აღემატება თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ფიქრობს, რომ მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ვაქცინაციის დასაწყებად, თუმცა “როგორც ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა”.

“მთავრობას დათვლილი აქვს, თუ რა დაჯდება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია და მეორეს მხრივ, რა გვიჯდება ეს ეგრეთ წოდებული ლოკდაუნი და ეკონომიკის გაჩერება?!

ფაქტია, რომ ვაქცინის შემოტანა უნდა ყოფილიყო უმთავრესი პრიორიტეტი მაღალი ფასის მიუხედავად და უკვე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი.

მით უმეტეს, რომ მიღებული დახმარება და აღებული ვალები ბევრად აღემატება იმ თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო… სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა”, – ვკითხულობთ “ლელოს” Facebook-გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატია8 თებერვლიდან N301 და N51 ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდება