ხაზარაძე ამბობს, რომ მერის მოადგილის კანდიდატურაზე საკუთარი თავი ნიკა მელიას თვითონ შესთავაზა

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მერის მოადგილის კანდიდატურაზე საკუთარი თავი ნიკა მელიას თვითონ შესთავაზა:

“ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ეს იყო ჩემი იდეა, ჩემი შეთავაზება. ჩვენ მანამდე განვიხილავდით ჩვენს კანდიდატურებს და ბოლო მომენტამდე, როცა ბოლო თათბირი იყო და შევიკრიბეთ ორი დღის წინ, ვუთხარი პირდაპირ, რომ თუ გვინდა შევცვალოთ ქვეყანა, ყველა ძალებით უნდა ჩავერთოთ. ვუთხარი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავერთვები, თუ ელენე ხოშტარია და ზურაც ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამდნენ. ეს იყო ერთადერთი პირობა. მადლობა მათ, რომ დაეთანხმნენ და მიიღეს ეს გამოწვევა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი: ბურჯანაძის გამო კოალიციაზე ვერ ვეტყვი უარს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოზურგეთში ოთხი ადამიანი დაშავდა