”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს საპროცესო შეთანხმება უფორმდება. ამის შესახებ ”თაიმერს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. პროკურატურაში იმ მიზეზებსაც განმარტავენ, რის გამო გადაწყდა თორნიკე კოპალეიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
”ვინაიდან ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არმქონე, ასევე არის 18 წლის და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ პირობით მსჯავრზე. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა”, – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.