ხატია დეკანოიძე: თავისუფლება ჩვენი ხვედრია და არა რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცეული ივანიშვილის

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრები ერთიანი იდეისთვის – ბედნიერი, განვითარებული და წარმატებული საქართველოსთვის – იბრძვიან. მისი თქმით, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის ხმა მოიპარა, მაგრამ ოპოზიცია მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და მომავლის დასაცავად უკან დახევას არ აპირებს.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანია, დაინიშნოს “ცესკოს” ახალი ადმინისტრაცია და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.

“თავისუფლება ისეთი ადამიანების ხვედრია, ვისაც დღეს საქართველო ივანიშვილის გარეშე უნდა. თავისუფლება ჩვენი ხვედრია და თავისუფლება ივანიშვილის ხვედრი არ არის, ის რუსეთის გავლენას ემსახურება”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციის უკან მმართველი პარტიის მიერ დაჭერილი, რეპრესირებული ადამიანები დგანან.

“ჩვენ უკან არიან დაჭერილი, რეპრესირებული ადამიანები. გუშინ დაიჭირეს კიდევ ორი ადამიანი”, – თქვა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: საფრთხეა ვირუსი, მაგრამ ასევე საფრთხეა უსამართლობის ვირუსი – რომ შეგეყრება, ამასაც უნდა ებრძოლო
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: დრონი ავწიეთ, გადავიღეთ უამრავი ხალხი და ჰაერში ჩაახშეს და მოგვტაცეს