ხატია დეკანოიძე – მოგიწოდებთ ყველას, აუცილებლად დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები ციხეში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაუშვან საერთაშორისო ექსპერტები და საერთაშორისო ექიმები მაღალი რეპუტაციის მქონე კლინიკებიდან, რომლებიც, მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა შევიდნენ და შეისწავლონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„დღევანდელ სიტუაციაში როდესაც ძალიან მალე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შესახებ მსჯელობა უნდა დაიწყოს ევროპის ყველა დედაქალაქში და შემდეგ ბრიუსელმა უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება, ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ გადაწყვეტილებას ვხვდებით მძიმე მდგომარეობით ქვეყანაში და ეს ეხება პირველ რიგში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, როდესაც სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი – ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და მათ შორის საზოგადოების დამოკიდებულება, ქვეყნის დამოკიდებულება როგორ ვექცევით ჩვენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ვართ საზოგადოება, რომელიც იმსახურებს ევროპულ მომავალს თუ ვართ საზოგადოება, რომელიც უკვე საქართველოს ციხეში პირდაპირ, პოლიტიკური დამოკიდებულების გამო სიცოცხლეს უსპობს ადამიანს. მოგიწოდებთ, ერთი ექიმი მაინც მოძებნეთ, რომელიც არ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს არამედ რეალურად ისაუბრებს იმაზე, რა პოზიციაც ახლა თქვენ გიჭირავთ“- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგის გამზირზე სკვერი სრულად რეაბილიტირდა
შემდეგი სტატიავაშაძე – საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დიდი ეჭვებით უყურებენ