ხატია დეკანოიძე : მაშინ როცა რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის, სუსიი ცდილობს დათესოს შიში

გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობა” სუს-ში ჟურნალისტებისა და რესპოდენტების დაბარებებს.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სუს-ი ამ ქმედებით ანტისახლემწიფოებრივ და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ატარებს და კრიტიკული მედიისა და რესპოდენტების დაშინებას ცდილობს.

ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატვის თავისუფლებას და მიმართულია მხოლოდ ერთი რამისკენ – მაშინ, როცა რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის, როცა გასაგებია რომ ოქტომბერში ივანიშვილის ვერტიკალი ჩამოიშლება და ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, სუსი ყველაზე უფრო რეპრესიული და პოლიტიზებული სამართალდამცავი უწყება ასე დაშინებით ცდილობს მასიურად დათესოს შიში. მინდა ვუთხრა ყველას, ესაა ანტისახლემწიფოებრივი ქმედება, კონსტიტუციის დარღვევა, რადგან ადამიანებს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება აქვთ. შესაბამისად, ყველა ბრძანების გამცემი და ამ ხალხის სუსში დამბარებელო ხალხი კანონის წინაშე აგებენ პასუხს – ამბობს დეკანოიძე

მისივე თქმით, სუს-ის ამ ქმედების შესახებ აუცილებლად ეცნობება როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ასევე შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია : ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა, როცა გვინდა, გამოვიყენებთ, როცა გვინდა, არა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება ყველა მიმართულებით