ხატია დეკანოიძე – ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან გარიგებული არიან

ბოლო 48 საათში რაც საქართველოში ხდებოდა, ეს არის ქვეყნის გზაგასაყარი – ქვეყანას ვუთმობთ რუსეთს და ეს დაიწყო პრემიერ-მინისტრის განცხადებით ან მივდივართ იქით, სადაც არის საქართველოს ბუნებრივი ადგილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან გარიგებული არიან.

„ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან გარიგებული ჯგუფები არიან, მათ შორის ანაფორმას ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოდან, ვინც ცდილობს, საქართველოდან განდევნოს ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები, ასევე ცივილიზაციას დაუპირისპიროს ბნელი ძალები. შურისძიება იყო ჟურნალისტებზე. დარწმუნებული ვარ, მათ პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული, რომ კრიტიკულ მედიაზე და ყველა ჟურნალისტზე შური ეძიათ, ეს ჩანდა შორიდან. ეს იქნება უმძიმესი წერტილი პარტნიორებისთვის. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების” მმართველობის შედეგი. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ
შემდეგი სტატიაოლივერ ვარჰეი და კარლ ჰარცელი საქართველოში ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ