ტიკარაძე – ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ

ვგმობ ყველანაირ აგრესიასა და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენამდე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოინახოს ის გზები, რომლითაც მოვახდენთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ პრობლემატურ თემებზე, აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგად და ყველა მოქალაქის უფლება იქნება დაცული.

„მინდა, გამოვეხმაურო, ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენებს. აუცილებლად მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყველას ერთიანი მიზანი არის ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოეული მსგავსი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ჩვენს ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვამცირებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოვნახოთ ის გზები, რომლითაც მოვახდენთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე. შესაბამისად, აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგად და ჩვენი ყველა მოქალაქის უფლება იქნება დაცული. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ევროპული ტრადიცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი -ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მთელი მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გმირობისთვის
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე – ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან გარიგებული არიან