ხათუნა სამნიძე: მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება შემდგარიყო

“ამდენსაათიანი მუშაობისა და ძალიან მძიმე, რთული მოლაპარაკებების შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს ადრე და რასაც ადასტურებდა სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული ძალიან აგრესიული განცხადებები ბოლო პერიოდში. გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, რათა აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა, რადგან ამ პროცესში ძირითადი პასუხისმგებლობა და ტვირთი ამ კონფლიქტიდან, კრიზისიდან გამოსვლის, იყო ხელისუფლებაზე. მათი მხრიდან გამოჩნდა, რომ ამ რთულ პროცესში, არც ერთ ეტაპზე არ გამოიჩინა პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდა არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორები. მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელბმაც შეუძლებელი გახადა შეთანხმება და ამ ქვეყნის კიდევ ერთხელ მტკიცე ნაბიჯი ევროპისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება შემდგარიყო და გამოჩნდა მთელ ამ პროცესში, რომ არც ერთ ეტაპზე არ იყო მზად კომპრომისისთვის. შეთანხმება არის კომპრომისი ორივე მხრიდან, ჩვენ გამოვხატეთ ამ კომპრომისისთვის და შეთანხმებისთვის მზაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა პირველ რიგში მედიატორმა, კარგად დაინახა, რომ ამისთვის მზად არ იყო „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიმინაშვილი: “ქართულმა ოცნებამ” ზურგი შეაქციეს ევროპას და ევროპულ ოჯახს
შემდეგი სტატიაკობახიძე: უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან