მინაშვილი: “ქართულმა ოცნებამ” ზურგი შეაქციეს ევროპას და ევროპულ ოჯახს

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდით ძალიან აქტიურად, რადგან მთავარი თემა, პრიორიტეტი იყო ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება. რაც შეეხება ოპოზიციის დათმობას,რას ნიშნავს დათმობა, როდესაც ლაპარაკი არის ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და როცა ადამიანებს უჭირთ ცხოვრება, ეს სირთულეები ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმე ხდება. ჩვენ ძალიან მარტივად დავხატეთ გამოსავლის გზა, გამოსავლის გზა რა არის, ეს დაპირისპირება უნდა დასრულებულიყო პოლიტიკური დევნის შეწყვეტით და უნდა ყოფილიყო სამართლიანი ვადამდელი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები აირჩევდნენ ხელისუფლებას და მისცემდნენ მათ ლეგიტიმაციას. ეს იმიტომ კი არ იყო საჭირო, რომ რომელიმე პარტიის ინტერესი იყო, ეს იყო საჭირო, რათა ქვეყანას დაეწყო განვითარების გზაზე სვლა. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ დათმობებზე, ოპოზიციამ დავთმეთ თუნდაც იმ კუთხით – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თავმჯდომარე დააკავეს და ჩაატარეს სპეცოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში, ჩვენ ვმონაწილეობდით ამ მოლაპარაკებებში, ეს იყო დათმობა. თუნდაც ის იყო დათმობა, რომ ჩვენ გარკვეულწილად შევარბილეთ საპროტესტო მუხტი, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლიდით, მნიშვნელოვანი იყო მოლაპარაკება, რათა კიდევ ერთხელ მივსულიყავით ვადამდელ არჩევნებამდე, გზამდე, რომლითაც მოხდებოდა ქვეყანაში ქვეყნისათვის სასიკეთო ცვლილებები“, – განაცხადა მინაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ დღეების განმავლობაში ლაპარაკობდა, თითქოს ისინი იზიარებდნენ პარტნიორების პოზიციას, დღეს დადასტურდა, რომ პირიქით, მათ ზურგი შეაქციეს ევროპას და ევროპულ ოჯახს.

ჩ„ვენი მეგობრები და ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ, რომ ქვეყანაში უნდა გადაწყდეს მძიმე კრიზისი და ამ კრიზისის გადაწყვეტაში მთავარი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, ესეც რამდენჯერმე იქნა გაცხადებული, თუმცა „ქართული ოცნების“ ხისტი და ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების გამო, დღეს შეთანხმება არ შედგება“, – განაცხადა მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: მე ვიტყოდი პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეთანხმება შემდგარიყო