ხათუნა ლაგაზიძე განათლების და შინაგან საქმეთა მინისტრებს მიმართავს

პოლიტოლოგი ხათუნა

პოლიტოლოგი ხათუნამივმართავ ახალ – განათლების და შინაგან საქმეთა მინისტრებს – იმედია, თქვენ მაინც აღმოჩნდებით ადექვატურები: დაასრულეთ განუკითხაობა სკოლებში და განსაკუთრებით, ცენტრის სკოლებში! დაწყებული უმცროსი კლასებიდან, აღარაფერს ვამბობ, უფროს კლასებზე! დაუბრუნეთ მანდატურებს ფუნქციები! ნუ აქცევთ ჩვენს შვილებს მონსტრებად და მსხვერპლებად!
მოაწყევთ სკოლებში რეიდები და ნახეთ რამდენი დადის ცივი იარაღით, რამდენი – არაფხიზელ მდგომარეობაში.
დიახ, ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა, ის რაც სკოლებში ხდება, განსაკუთრებით, დაჭიანებული განათლების სამინისტროსი და არანაკლები, შინაგან საქმეთა სამინისტროსი. იმდენი იღლიცინა იმ მართლა ვაშლის ჭიამ, სანამ ამხელა ტრაგედიას არ გამოკრა ხელი. მოთოკეთ სიტუაცია, სანამ ჯერ კიდევ დროა!

 

ხათუნა ლაგაზიძე

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს შეხვდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში ნარკოდანაშაული გახსნა