ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, დიდუბისა და საბურთალოს ოლქების ორ უბანში ბიულეტენები, რომლებშიც ოპოზიციას აძლევდნენ ხმას, „გადაყრილი და სხვაგან შეფუთული“ იპოვეს

news
ავტ.: news ნოემბერი 10, 2020 11:37

ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, დიდუბისა და საბურთალოს ოლქების ორ უბანში ბიულეტენები, რომლებშიც ოპოზიციას აძლევდნენ ხმას, „გადაყრილი და სხვაგან შეფუთული“ იპოვეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, დიდუბისა და საბურთალოს ოლქების ორ უბანში ოპოზიციას ჯამში 65 ხმა ჰქონდა დაკლებული, მათგან 30 ალეკო ელისაშვილის პარტიას დიდუბეში, ხოლო 35 “ევროპულ საქართველოს” საბურთალოს 73-ე უბანზე.

ამის შესახებ ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.

“დიდუბეში იყო საია-ს საჩივარი, გახსნეს და აღმოჩნდა, 2 ხმა რომ ეწერა ელისაშვილს, 30 ბიულეტენი იყო გადაყრილი და შეფუთული სადღაც სხვაგან. სინამდვილეში 32 ხმა უნდა ეწეროს. საბურთალოს 73-ე უბანზე “ევროპულ საქართველოს” ნული ხმა ჰქონდა – 30 ბიულეტენი სხვა ფუთაში იყო გადამალული, 5 ბათილ ბიულეტენებში. რეალურად 35 ხმა გვქონდა და გვეწერა ნული. 2 უბნის მონაცემებით, 65 ხმა ჰქონდა მოპარული ოპოზიციას. 30 ელისაშვილს დიდუბეში, 35 ჩვენ საბურთალოზე”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

news
ავტ.: news ნოემბერი 10, 2020 11:37