ხათუნა ბერიძე: სამი თვით ადრე, ჩვენ განცხადება გავაკეთეთ და ჩავლეიშვილს შევპირდით, სიტყვას არ გავტეხდით- მიიღო ის, რაც უნდა მიეღო

„სამი თვით ადრე, ჩვენ განცხადება გავაკეთეთ და ჩავლეიშვილს შევპირდით, სიტყვას არ გავტეხდით. მიიღო ის, რაც უნდა მიეღო. ჩვენთვის ეს არჩევნები გაყალბდა. როცა რეაქცია არ გაქვს, როცა ამომრჩეველს თავს ესხმიან, არჩევნები ყალბდება და რეაქცია გაქვს იმაზე, ნაგვის ურნაში ჩასვეს ან თავზე გადააყარეს ნაგავი, მგონი, ეს შეუსაბამოა. კანონები რომ გვქონდეს, არჩევნებს არ მოგპარავდნენ. ეს არაა ლამაზი საყურებელი და ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, თუმცა, ეს არ იყო ძალადობა, ხელით არ შევხებივართ და მას დაზიანება არ აქვს. უბრალოდ, ეს ყველამ უნდა გაითვალიწინოს, როცა საკუთარ პრინციპებსა და ამომრჩეველს ღალატობენ. რასაც შევპირდი, უნდა გამეკეთებინა, საქციელს არ ვნანობ“ – განაცხადა ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა ბერიძემ

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 239-ე და 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: “კოვიდგადატანილები უნდა აიცრან”
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: ნაგვის თავზე დაყრა არის ჩვეულებრივი ძალადობა