ხასო ხანგოშვილი : მთავარია ოჯახსა და მთავარ პროკურორს შორის შედგეს კონტაქტი

პანკისის ხეობის უხუცესები პროკურატურის შეთავაზებას ეხმიანებიან. მათი თქმით, მთავარია ოჯახსა და მთავარ პროკურორს შორის შედგეს კონტაქტი, რადგან მშობლებს აქვთ უფლება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჰქონდეთ ინფორმაცია.

“იმაში, რომ ოჯახს თბილისში ჩასვლა და მთავარ პროკურატურაში შეხვედრა შესთავაზეს, პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, ჩვენს მოთხოვნას გამოხმაურება მოჰყვა მთავარი პროკურორისგან და ის მზად არის არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ოჯახი, თუმცა ჩემი აზრი ესაა. თუ მაჩალიკაშვილები დათანხმდნენ თბილისში ჩასვლას, სწორედ ეს შეხვედრა გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ,” – განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

ირაკლი შოთაძე მაჩალიკაშვილების ოჯახს ხვალ, 13:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში შეხვედრას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიგაზპრომის წარმომადგენელს სასამართლოში დაიბარებენ – საქალაქო სასამართლომ ენმ-ს სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატია35-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, დაკითხვიდან ექსპერტიზაზე გადაიყვანეს