ხაშურში სპეცსამსახურების თანამშრომელი საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს

ხაშურში სპეცსამსახურების თანამშრომელი საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ხაშურში მაღალ პოზიციაზე მუშაობდა.

სუსის მაღალჩინოსანი ირაკლი ჯანელიძე, რომელიც ხაშურის დეპარტამენტს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ცნობით, ირაკლი ჯანელიძე კაბინეტში მარტო იმყოფებოდა და იგი უგონო მდგომარეობაში ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნახა.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების ამოცანა მიხეილ სააკაშვილის მორალურად განადგურებაა – ხუხაშვილი
შემდეგი სტატიამფარველობს, თუ, არა პატრიარქი პედოფილ და მამათმავალ სასულიერო პირებს?! – ექსკლუზიური ინტერვიუ მამა გიორგი სხილაძესთან