ხარკოვში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი – სინიეგუბოვი

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინიეგუბოვი ამბობს, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

დაშავებულია 11 წლის ბიჭი, ხოლო ერთი ადამიანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაბომბვის შედეგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული შენობები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

სინეგუბოვის თქმით,, ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე ხარკოვში ნაღმების აფეთქების შედეგად დაშავდა გასული დღის განმავლობაში.

“ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნაღმების საშიშროება ძალიან მაღალია. გადაადგილდით მხოლოდ იქ, სადაც უკვე განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი – ამ ეტაპზე კოალიციად ფორმირების საკითხი არც ერთ პარტიასთან არ განიხილება
შემდეგი სტატიასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა