Washington Post – დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვს დაბომბავდა თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მოსკოვს დავბომბავდი თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, და პეკინს – თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის დონორებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა განცხადებამ ღონისძიების დამსწრეების დიდი რაოდენობა გააკვირვა.

Washington Post-ის აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ტრამპი იშვიათად ახსენებს უკრაინას.

გასულ წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომს ერთ დღეზე ნაკლებ დროში “მოაგვარებდა.” ხოლო მიმდინარე წლის აპრილში მან განაცხადა:

“როგორც ყველა თანხმდება, უკრაინის გადარჩენა და სიძლიერე ევროპისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ჩვენთვის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია! დაჩქარდი, ევროპავ!”

banner
წინა სტატიაშიპაატა კვიჟინაძე – ანაკლიის პორტს არავითარი აზრი არ აქვს ჩინური ტვირთის გარეშე
შემდეგი სტატიაფულს საერთოდ არ ეხება – კვიჟინაძე ოფშორების კანონზე