ანა ნაცვლიშვილი – ამ ეტაპზე კოალიციად ფორმირების საკითხი არც ერთ პარტიასთან არ განიხილება

ამ ეტაპზე კოალიციად ფორმირების საკითხი არც ერთ პარტიასთან არ განიხილება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და მოძრაობა „დროას“ შესაძლო ალიანსში გაერთიანებაზე.

ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არასწორია.

„არ ვიცი. მე, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრს არ მაქვს ეს ინფორმაცია და თქვენ საიდან გაქვთ, არ მგონია, ჩემზე მეტი იცოდეთ პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე. არ ვიცი, ეს კითხვა რატომ არის აქტუალური. თქვენ მეუბნებით, რომ გაქვთ ინფორმაცია, მე გეუბნებით, რომ ასეთი ინფორმაცია არასწორია. თუ სიუჟეტი ემსახურება არასწორი ინფორმაციის საუძველზე განცდის შექმნას რაიმე კოალიციის შექმნაზე, გეუბნებით, რომ ასეთი გეგმები დღეს „ლელოს“ არ აქვს. რაც შეეხება, რა შეიძლება გვაერთიანებდეს – ერთ-ერთი მთავარი და უმთავრესი საკითხი, რომელიც „ლელოსთვის“ განმსაზღვრელია ზოგადად სხვა პარტიებთან ურთიერთობის ტონის, ფორმის და ხარისხის შესარჩევად, არის ქვეყნის საგარეო კურსი, ანუ დასავლური ორიენტაცია. ამ ეტაპზე არ განიხილება კოალიციად ფორმიერების საკითხი არც ამ პარტიებთან და არც ვინმე სხვა აქტორთან“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ცაგარეიშვილი – ნათელაშვილის ფანჩატურიდან მოყოლებული შორს ვერ წავიდნენ, არჩევნები მოვა და ვნახავთ მათ ნულოვან შედეგს
შემდეგი სტატიახარკოვში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი – სინიეგუბოვი