ხარკოვის მერი დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაშია ეჭვმიტანილი

ხარკოვის მერი დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაშია ეჭვმიტანილი

10ხარკოვის მერი გენადი კერნესი და უმაღლესი რადას დეპუტატი მიხაილ დობკინი, დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში არიან ეჭვმიტანილები, ასევე – სახელმწიფო ქონების გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში -განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ. მისი თქმით, ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება “მიზნად ისახავდა სახელმწიფო ქონების დატაცებას და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას”. ლუცენკოს თქმით, დანაშაულებრივი მოქმედებები ხარკოვის საქალაქო საბჭოში იგეგმებოდა. აღნიშნული ჩინოვნიკების გარდა, საქმეში 120 სახელმწიფო მოსამსახურე ფიგურირებს, რომლებიც ხარკოვში მაღალ თანამდებობებზე არიან -ავრცელებს უკრაინული მედია.

banner
წინა სტატიაშიზარი ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ეთერში – ვიდეო
შემდეგი სტატიარუსულმა ავიაციამ სირიის ოპოზიციის დაბომბვა შეწყვიტა