ბიძინა ივანიშვილი: “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე “რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა. “ჩემი პოზიციაც ეს არის და სურვილიც, ჯერ იქნება დროში არ მოესწროს, მეორე თუ მოესწრება, იქნება თქვენი შფოთვა ცრუა და არ გადაწყდეს ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ, და თუ მაინც ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ცუდია და არ ვისურვებდი, თუ გნებავთ, ვისარგებლებ დღევანდელი ეთერით და მე პირადად, გარანტად დავუდგებოდი ხალვაში იქნებოდა, დვალი თუ ორივე ერთად, და ვთხვოდი, პირველად საჯაროდ ვიტყოდი, რომ ფინანსურად თუ რამე ზარალს ნახავენ, პირადად ავუნაზღუარებდი, თუ მოხდა, რომ სასამართლო დასრულდა უფრო ადრე და დასრულდა მათ სასარგებლოდ, არ შეეხონ გვარამიას და არ შეეხონ მენეჯმენტს და საფასურად ჩემგან მოითხოვონ რაც უნდათ, ოღონდაც ეგ სალაპარაკო არ დაგიტვონ თქვენ. “რუსთავი 2” დღეს ყველაზე კარგი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მაქსიმალური შედეგი მიიღოს არჩევნებში”, – განაცხადა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშიხალვაშს და დვალს გარანტად დავუდგებოდი- ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: კირვალიძე ეს იყო ჩემი ფავორიტი