საერთოდ არ უნდა გვაინტერესებდეს ამა თუ იმ ტელევიზიის პატრონი ვინაა და ვის რამდენი წილი აქვს

ჩემის მოკრძალებული აზრით, ჩვენ, პოლიტიკოსები ვიქნებით თუ არაპოლიტიკოსები, საერთოდ არ უნდა გვაინტერესებდეს ამა თუ იმ ტელევიზიის პატრონი ვინაა და ვის რამდენი წილი აქვს, თუ რა თქმა უნდა რამე კონკრეტული და სპეციფიური ინტერესი არა გვაქვს.
ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმის და საზოგადოებამდე მიტანის მედია-საშუალებების არსებობა. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იდეალურად ობიექტურ და და რაღაც უზენაესი ჭეშმარიტებების მღაღადებელ მედიას, ასეთი მედია არ არსებიბს და არასოდეს არსებულა. როდესაც ლაპარაკია დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაზე, აქ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია და მეტი არაფერი. ეს არის საყოველთაოდ აღიარებული და საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული სტანდარტი. ამაზე სერიოზულად დავა არის ელემენტარული უცოდინრობა.
აქედან გამომდინარე, როდესაც ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით ცდილობს მისგან დამოუკიდებელი მედიის დამორჩილება-დაქვემდებარებას, ყოველი წესიერი ადამიანის პოზიცია, მიუხედავად მისი პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიებისა, უნდა იყოს ამ მედია-საშუალების გვერდით დგომა და ხელისუფლების პოლიტიკის მიუღებლობა. ყველა სხვა პოზიცია და “ის რომ იმას აკეთებდა აბა ის იყო კაი?” ტიპის ლაპარაკები, არის, მე მაპატიეთ და უბრალოდ ამორალური და უზნეო-წერს “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში„დაუმორჩილებლობა იმის მიმართ, რა გადაწყვეტილებაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო” – ზაალ სამადაშვილი
შემდეგი სტატია“ხალვაშის პირველივე განცხადებებიდან ჩანს, როგორ უტიფრად აგრძელებს ხელისუფლება დაწყებულ ხაზს”-ხოშტარია