ხალვაშის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეს უზენაესი სასამართლო ქვემო ინსტანციაში დააბრუნებს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებას. იმავდროულად არ გამორიცხავს, რომ საქმის განხილვა დაბრუნდეს სააპელაციოში.

პაატა სალია ასევე ვერ ხედვას პრობლემას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დღეს უზენაეს სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენა არ გაიმართება.

“იმედი მაქვს პირველ რიგში,რომ არ დაკმაყოფილდება სააპელაციო საჩივრები. ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება და საბოლოო ჯამში ძალაში დარჩება ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველ ინსტანციაში იქნა მიღებული. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო ინსტანციის გადაწყვეტილებაც არსებითად სწორია, პროცესუალური დარღვევები, ისეთი, რასაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა საქმეზე, არ ყოფილა.

“უზენაეს სასამართლოს ექნება დასაბუთება თუ რატომ მიიჩნია დასაშვებად, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე მიჩნეულ იქნა დასაშვებად უზენაეს სასამართლოში, არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს, დაბრუნდეს სააპელაციო ინსტანციაში,“-განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლო დღეს “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვას იწყებს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი სამთავრობო ცვლილებებზე: სახეებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი ნებისმიერ ბრძანებას დაემორჩილებიან