წვიმის გამო, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში წვიმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სულ 54 გამოძახებაა შესული. გამოძახებების უმრავლესობა ქუჩის დატბორვას ეხება.

არსებული ინფორმაციით ,რამდენიმე ქუჩაზე გართულდა საავტომობილო მიმოსვლა. მოსახლეობისთვის წყალდიდობას განსაკუთრებული ზიანი არ მიუყენებია, თუმცა წყალი რამდენიმე სახლის სარდაფშიც შევიდა.

ყველაზე რთული ვითარება აღმაშენებლის ქუჩაზეა, სადაც ავტომობილით გადაადგილება გართულებულია. კრიტიკულ ადგილებში მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.

ამ დროისთვის ბათუმში აღარ წვიმს.

banner
წინა სტატიაში,,ყალბი პირადობების საქმის გამოძიება, უპირველესად არასამთავრობოების ინტერესში უნდა შედიოდეს”
შემდეგი სტატიატელეკომპანია „იმედი“ ზაზა ოქუაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის