ხაჯიმბამ მიქვაბიას თხოვნა დააკმაყოფილა

xajinbaაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის, არტურ მიქვაბიას თხოვნა, გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა -ინფორმაციას  პრესსამსაური ავრცელებს.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, არტურ მიქვაბიამ განაცხადა, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. “მე გადადგომის შესახებ დავწერე განცხადება. ჩვენ თქვენთან ერთად დიდი საქმე დავიწყეთ, ამასთანავე, რთულ პირობებში, გახლეჩილი საზოგადოებისა და სოციალური დაძაბულობის ფონზე. ის ზომები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, სხვა პირობებში უფრო შესამჩნევი იქნებოდა, საუბარია, ხელფასების მომატებასა და პენსიის გაზრდაზე. არა მგონია, რომ სხვა ნებისმიერ ხელისუფლებას ამაზე მეტის გაკეთება შეძლებოდა” – თქვა მიქვაბიამ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეტის დე-ფაქტო პრემიერი გადადგა
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს