ყაჩაღობა გურიაში – ერთი ნიღიაბინი სანადირო თოფით მაღაზიაში შეიჭრა

ყაჩაღობა გურიაში – სანადირო თოფით შეიარაღებული, ნიღბიანი ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში მდებარე მაღაზიაში შეიჭრა და სავაჭრო ობიექტის მფლობელს იარაღის მუქარით ფული  მოსთხოვა.

თავად სავაჭრო ობიექტის მფლობელის თქმით, მან ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა, რა დროსაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიპანკისში დაჭრილი ახალგაზრდის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა კრიტიკულია
შემდეგი სტატიაროდესაც შენი პოლიტიკა, აკრძალვები და სიმკაცრეები უკეთეს შედეგს არ გაძლევს, უმჯობესია, მოხსნა და ადამიანები თავისუფლები იყვნენ