როდესაც შენი პოლიტიკა, აკრძალვები და სიმკაცრეები უკეთეს შედეგს არ გაძლევს, უმჯობესია, მოხსნა და ადამიანები თავისუფლები იყვნენ

როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელიც მოიფიქრე, შედეგს არ გაძლევს, უმჯობესია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის მთავარ თემას ის კანონპროექტი წარმოადგენდა, რომელზეც პარლამენტი მუშაობს. პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი შეხვედრები.

“მე ვესაუბრე ჯგუფს, რომელიც დიდი ხანია მუშაობს თემაზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ეს არის უფრო ადეკვატური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბება, ვიდრე არის ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ქართულ, ასევე საბჭოთა სისტემაში ბევრ ადამიანს უნგრევდა ცხოვრებას და ამავე დროს არავითარ გამოსწორება ნარკოტიკების სტატისტიკაში არ მოიტანა. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საქართველოში მუშაობდა და დღესაც მუშაობს ნარკოპოლიტიკა, რომლიც აუბედურებს უამრავ ადამიანს, რომელიც ასევე სამართალდამცველების წინაშე აყენებს ძალიან პრობლემურ არჩევანს და ჩვენ ვხედავთ ჯგუფს, რომელიც პროფესიულად მუშაობს უფრო ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს ჯგუფი თანამშრომლობს ჩვენს დეპუტატებთან, რომლებიც მოწოდებული უნდა იყვნენ, რომ ადეკვატურობის და ლოიალურობის შესაბამისი კანონმდებლობა შექმნან. მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში იხილება ეს თემა. მე მიხარია, რომ გამოვდივართ იმ სტერეოტოპებიდან, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სტიგმატიზაციას ახდენდა. შემიძლია ზოგადად ვუთხრა ყველას, ვინც ამ საკითხზე ფიქრობს – როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როცა ის აკრძალვები და სიმკაცრეები, რომელოც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს, ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა, ადამიანები თავისუფლები იყვნენ და ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა გურიაში – ერთი ნიღიაბინი სანადირო თოფით მაღაზიაში შეიჭრა
შემდეგი სტატიაექიმი – თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა, დინამიკა არ ვლინდება