პანკისში დაჭრილი ახალგაზრდის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა კრიტიკულია

პანკისში დაჭრილი ახალგაზრდის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა კრიტიკულია. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ექიმებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ექიმები უცხოეთიდანაც ჩამოიყვანონ.

დღეს მას შვილი არ უნახავს, გუშინ კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოინახულა.

19 წლის ახალგაზრდის ექიმის თქმით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში თელავის რეფერალური საავადმყოფოდან გუშინ გადმოიყვანეს.

თელავში, მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცრაზმი სამი დღის წინ შეიჭრა და თემირლან მაჩალიკაშვილს საწოლში ესროლეს. ოჯახის მტკიცებით, როდესაც სამართალდამცველები სახლში შევარდნენ, 19 წლის თემირლანს ეძინა და ლოგინიდან წამოდგომაც კი ვერ მოასწრო, როდესაც ტყვია თავში მოხვდა.

სუს-მა სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

banner
წინა სტატიაშირუსთავის საკრებულომ კომპანია ,,ინტერტრანსს“ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა ერთი წლით გაუხანგრძლივა
შემდეგი სტატიაყაჩაღობა გურიაში – ერთი ნიღიაბინი სანადირო თოფით მაღაზიაში შეიჭრა