ხაბეიშვილი – კმაყოფილი ვერ ვიქნები, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ტყვეობაში

“დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მნიშვნელოვანია ამ ადამიანებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რადგან ის არის პოლიტიკური ტყვე, მის საქმეს არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ საქმესთან. მის ბრალს არავინ არ აღიარებს ოფიციალური მოსკოვის გარდა, ამიტომ მნიშვნელოვანია დღეს, მის დაბადების დღეზე სოლიდარული იყოს საქართველოს მოქალაქე. დარწმუნებული ვარ, ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მოიყრის თავს. შეუძლებელიც უნდა გავაკეთოთ, კმაყოფილი ვერ ვიქნები, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება ტყვეობაში და ვიდრე “ქართული ოცნება” ძარცვავს ჩვენს მოქალაქეს – მნიშვნელოვანია ვიბრძოლოთ კიდევ უფრო თავგანწირვით იმისთვის, რომ შედეგი დავდოთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტს ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ეკა ხოფერიას შეხვდა