ხაბეიშვილი: გავრილოვის ჯალაღების შეწყალება არ შეიძლება

“დოკუმენტში წერია “პოლიტიკური მართლმსაჯულება”, რაც “ოცნებისთვის” ცუდია, მაგრამ გავრილოვის ჯალათების შეწყალება არ შეიძლება”, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ნიკა მელიამ თქვა, მზად არის ევროკავშირის გირაო გადაიხადოს, ოღონდ ამნისტია არ მივიღოთო. მეტიც, თუნდაც მერე საქმე გააგრძელოს ხელისუფლებამო, ამისთვისაც მზად ვარო. ოღონ ჩვენდა საწმუხაროდ, ევროკავშირმა გირაო რომც გადაიხადოს ამნისტიას მაინც მიიღებენ. იმიტომ, რომ ხელი მოაწერეს ამაზე. გირაო საქმეს არ აჩერებს. გააგრძელოს “ოცნებამ” პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ოღონდ ამნისტია არ იყოს და ჯალათებს არ შეეხოს.

ეს დოკუმენტი “ქართული ოცნებისთვის” კარგი არ არის, შავით თეთრზე წერია – პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაზეც ხელი მოაწერეს. იგივე რურუასთან და მელიასთან დაკავშირებით. იგივე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელზეც ამბობდნენ წითელი ხაზიაო. ეს დოკუმენტი მისთვის არ არის კარგი, მაგრამ ამნისტიაა პრობლემური პოლიტიკურადაც, მორალურადაც. გვეუბნებიან მორალს გვიკითხავენო, არავის მორალს არ ვუკითხავთ, პირიქით მომხრეები ვართ, რომ ყველა ერთად ვიყოთ. ოღონდ მეგობრებო ისტორიის გადაწერა არ შეიძლება, გავრილოვის ჯალაღების შეწყალება არ შეიძლება”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მელია იყოს პარლამენტში
შემდეგი სტატიანათელაშვილი: გაყალბების სქემა „ლეიბორისტული პარტიის” წინააღმდეგ კელი დეგნანთან იყო შეთანხმებული