კეთილი ინებოს იურიდიულმა კომიტეტმა და დანიშნოს სხდომა სამუშაო დღეს – ეკა ბესელია

„იურიდიულმა კომიტეტმა კეთილი ინებოს და დანიშნოს სხდომა სამუშაო დღეს …“ – განაცხადა ეკა ბესელიამ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით მისი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს აცნობს.

კანონპროექტის წარდგენამდე კი ბესელიამ განაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით სამი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. ბესელია მოითხოვს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა შაბათის ნაცვლად, ორშაბათს შედგეს.

„იურიდიულმა კომიტეტმა კეთილი ინებოს და დანიშნოს სხდომა სამუშაო დღეს და დაელოდოს მათ შორის ვენეციის კომიტეტის მოსაზრებებსაც იმიტომ, რომ ჩვენც ვაგზავნით ვენეციის კომისიაში ორშაბათს ჩვენს პროექტს. უკვე გვქონდა კონსულტაციები ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან და შევთანხმდით, რომ მათი საშუალებით გადაეცემა ვენეციის კომისიას ჩვენი პროექტი,“ – განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ისეთი კანონპროექტის განხილვა, როგორიცაა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესება, სამ დღეში არ უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიუცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიავლადიმერ ჩაჩიბაია – ჯარის დისკრედიტაცია არ შეიძლება