კერმა ბრიტანეთის ევროკავშირში დატოვების საშუალება იპოვა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა განაცხადა, რომ მან იცის საშუალებები, რომელიც ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენის შესაძლებლობას მისცემს – მან კოლორადოში გამართულ იდეის ფესტივალზე თქვა – The Independent-ი წერს.
“ვფიქრობ რომ არის რამდენიმე საშუალება. მაგრამ, როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მე არ მინდა ამის სახალხოდ განსჯა. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნებოდა” – თქვა კერიმ.

24 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ლონდონთან მჭიდროდ ითანამშრომლებს რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე, ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.
აშშ მხარს უჭერდა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენის იდეას.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილმა თურქ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა
შემდეგი სტატიაკემერონი კორბინს: “ყველაფერს გაფიცებ, წადი”