კემერონი კორბინს: “ყველაფერს გაფიცებ, წადი”

ბრიტანეთის პრემიერმა, დევიდ კემერონმა პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციური ლეიბრისტული პარტიის ლიდერს, ჯერემი კორბინს მიმართა, რომ გადადგეს: “ყველაფერს გაფიცებ, წადი”. ამას აპლოდისმენტები მოყვა.
აპლოდირებდნენ ლეიბორისეტბიც, რომლებმაც პარტიის ხელმძღვანელს უკვე გამოუცხადეს უნდობლობა.
“ის, რომ ის აქ, პარლამენტში დარჩება, ჩემი პარტიის ინტერესებში შედის, მაგრამ წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ ინტერესებთან” – გააგრძელა კემერონმა.
კორბინის, როგორც ლეიბორისტების ხელმძღვანელის პოზიცია მაშინ შეირყა, როცა ბრიტანეთმა რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.
კორბინი თვლის, რომ ის ლეიბორისტული პარტიის წევრებმა დემოკრატიულად აირჩიეს და “მათი ნდობა არ უნდა გააწბილოს”.
შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტია ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. ამასთანავე, ჯერემი კორბინი ლეიბორისტებში ითვლება ყველაზე დიდ ევროსკეპტიკად. ლეიბორისტები თვლიან, რომ მან რეფერენდუმის კამპანია განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე აწარმოა.

banner
წინა სტატიაშიკერმა ბრიტანეთის ევროკავშირში დატოვების საშუალება იპოვა
შემდეგი სტატიაინდოელმა პოლიციელმა შემთხვევით ჩამოიხრჩო თავი საგანმანათლებლო ჩვენების დროს