აშშ-ს გენერალურმა მდივანმა ჯონ კერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ კვირას შვეიცარიაში სირიის შესახებ მშვიდობიანი მოლაპარაკებები გაიმარტება.
მისი თქმით, საუდის არაბეთში ყოფნისას მან ისაუბრა გზებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს კონფლიქტის მოგვარება.
გაეროს შუამდგომლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში შეხვედრის შესახებ, გარკვეული სახის გაურკვევლობები გაჩნდა.
ჯონ კერი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი ლავროვთან ინტენსიურ კავშირში იმყოფება, რომ გაარკვიონ პრეზიდენტ ასადის ოპოზიციაში მყოფი რომელი დაჯგუფებები მოიწვიონ მოლაპარაკებებზე.
კონსულტაციებში მონაწილეობენ სირიის მთავრბის წარმომადგენლები, რომელსაც ირანი და რუსეთი უჭერს მხარს.
სირიაში საომარი მოქმედებები გრძელდება.