კემეროვში მასწავლებელი ტატიანა დარსალია ბავშვების გადასარჩენად გაიქცა და დაიღუპა

აღმოსავლეთ ციმბირში, კემეროვში მომხდარი ტრაგედიის დროს სავაჭრო ცენტრში აღმოჩნდა მასწავლებელი ტატიანა დარსალია. როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, ტატიანა მოსწავლეების საყვარელი მასწავლებელი ყოფილა. მან საკუთარი 14 წლის ქალიშვილის გადარჩენა შეძლო, რომელთან ერთადაც ცენტრში საყიდლებზე იყო წასული. ქალიშვილის შენობიდან გაყვანის შემდეგ კი გაიგონა ბავშვების ხმები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ და უკან მიბრუნდა. სამწუხაროდ, ტატიანა დარსალიამ ბავშვები ვერ გადაარჩინა და თვითონაც დაიღუპა.

უკანასკნელი მონაცემებით, სავაჭრო ცენტრის თანამშრომელმა, სადაც ხანძარი მოხდა, სახანძრო სიგნალიზაცია გამორთო. დაკავებულია ხუთი ეჭვმიტანილი, მათ შორის სავაჭრო ცენტრის მფლობელი. დაკითხულია 70-ზე მეტი თვითმხილველი.

ოფიციალური ინფორმაციით ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით დაშავდა.
გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ხანძრის განზრახ გაჩენაზე.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, ჩინეთს ეწვია
შემდეგი სტატიაავსტრიამ უარი თქვა რუსი დიპლომატების გაძევებაზე