კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, ჩინეთს ეწვია

ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნების დელეგაცია ან სულაც ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ -წერს Business Insider-ი. გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით საიდუმლო მატარებელი შენიშნეს, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთიდამ პეკინში მიდიოდა. ამის გამო რკინიგზის განრიგი შეიცვალა, რამაც რამდენიმე საათის განმავლობაში რკინიგზის პარალიზება გამოიწვია. სავარაუდოდ, ეს ის ბრონირებული მატარებელია, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის ახლანდელი ლიდერის მამა დადიოდა პეკინში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა პირობა დადო, რომ ყველას სათანადო პასუხს გასცემს
შემდეგი სტატიაკემეროვში მასწავლებელი ტატიანა დარსალია ბავშვების გადასარჩენად გაიქცა და დაიღუპა