ავსტრიამ უარი თქვა რუსი დიპლომატების გაძევებაზე

ავსტრიის მთავრობამ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო უარი თქვა რუსი დიპლომატების გაძევებაზე -განაცხადა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა პეტერ ლაუნსკი-ტიფენტალმა.
“ჩვენ ეროვნულ დონეზე არანაირ ზომებს არ მივმართავთ, ჩვენ დიპლომატებს არ გავაძევებთ. ამის მიზეზი შემდეგია: ჩვენ რუსეთთან არხს ღიას დავტოვებთ, რომ მასთან დიალოგი შევძლოთ. ავსტრია ნეიტრალური ქვეყანაა და დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთგვარი ხიდი” – თქვა მან. ამასთანავე, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ავსტრია მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიპლომატების გაძევების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიკემეროვში მასწავლებელი ტატიანა დარსალია ბავშვების გადასარჩენად გაიქცა და დაიღუპა
შემდეგი სტატიადანაშაულის დაფარვის, შეუტყობინებლობის, ჩვენებაზე უარისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელები მკაცრდება