კემერონმა ნიგერიას და ავღანეთს ფანტასტიკურად კორუმპირებული ქვეყნები უწოდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა ბუკინგემის სასახლეში, ელისაბედ მეორეს 90 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებაზე განაცხადა, რომ ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტს ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების წარმომადგენლებიც ეწვევიან ავღანეთიდან და ნიგერიიდან – “ბიბისი” წერს.

The Daily Mail-ის ინფორმაციით, პრემიერის, დედოფლის და არქიეპისკოპოსის დიალოგი კამერამ შემთხვევით ჩაიწერა. “მოვლენ რამდენიმე ფანტასტიკურად კორუმპირებული ქვეყნების წარმომადგენლები ნიგერიადან და ავღანეთიდან – შესაძლებელია, მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებულიც” – თქვა კემერონმა.

დედოფალს კემერონის სიტყვაზე კომენტარი არ გაუკეთებია, არქიეპისკოპოსმა კი უპასუხა, რომ ნიგერიის პრეზიდენტი მოჰამედ ბუხარი კორუმპირებულების რიცხვს არ მიეკუთვნება და კემერონს კითხა: “ისინი თავიანთი ხარჯებით ჩამოდიან?” კემერონმა მას დადებითად უპასუხა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური ხვალ პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგება
შემდეგი სტატიაიტალიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაამტკიცა