კემერონი ოფშორულ სკანდალზე: მე არასწორი რეაქცია მქონდა

კემერონი ოფშორულ სკანდალზე: მე არასწორი რეაქცია მქონდა

ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ არასწორი რეაქცია ჰქონდა მოთხოვნაზე, აეხსნა მისი სახელის გაჟღერება ე.წ. “პანამურ დოკუმენტებთან” დაკავშირებით.
დღეს კონსერვატიურლი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, პრემიერმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს ოფშორებში კემერონის მამის სახელის გამოჩენასთან დაკავშირებით მთავრობის რეაქციასა და პრესის თხოვნაზე, ყველაფერი აეხსნა.
ასევე, კემერონმა პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს უკანასკნელი წლების საგადასახადო ანგარიშებს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრიტანეთის ისტორიაში ის იქნება პირველი პრემიერი, რომელიც ამას გააკეთებს.
“მე ვიცი, რომ მე აქედან დასკვნები უნდა გამოვიტანო და გამოვიტან. ნუ დაადანაშაულებთ ამაში დაუნინგ სტრითის 10 ნომერს (ბრიტანეთის მთავრბის შენობა – რედ) ან უსახელო მრჩეველებს. მხოლოდ მე ვარ დამადანაშაულეთ” – განაცხადა პრემიერმა.

შეგასხსნებთ, რომ დღეს ლონდონში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ე.წ. პანამურ დოკუმენტებში, რომელიც საერთაშორისო ჟურნალისტ-გამომძიებლების კონსორციუმმა გამოაქვეყნა, საუბარი იყო დევიდ კემერონის აქ უკვე გარდაცვლილი მამის კომპანიაზე, რომელშიც კემერონი აქციებს ფლობდა.

banner
წინა სტატიაშიქართველი ექიმები სტამბულში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ
შემდეგი სტატიაბრიუსელის ტერაქტი: აბრინმა აღიარა რომ “ქუდიანი” არის თვითონ