კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია რომ საზოგადოების პრობლემებს ისმენდეს და ითვალისწინებდეს ხელისუფლება

მნიშვნელოვანია რომ საზოგადოების პრობლემებს ისმენდეს და ითვალისწინებდეს ხელისუფლება – აშშ-ს ელჩი საქართველოში, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება და ჟურნალისტების კითხვის პასუხად ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრობლემის გადაჭრის გზები უნდა მოძებნოს, ასევე იპოვოს ბალანსი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის

“ცხადია გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია რომ ხელისუფლებამ უთმობდეს დროს და უსმენდეს და პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებდეს. მთავრობამ უნდა გამონახოს ბალანსი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და დივერსიფიკაციის კუთხით , რათა საქართველო არ იყოს რუსეთზე დამოკიდებული ელექტროენერგიის მოწოდებაზე და ქართველი მოსახლეობა არ იხდიდეს მაღალ ტარიფს ელექტროენერგიაში. დაბალანსება საკმაოდ რთულია , და მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის საზოგადოების საწყის ეტაპზევე ჩართვა ენერგო პროექტების განვითარების პროცესში” ამბობს კელი დეგნანი.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჭიროა დაპაუზება
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებს გადაავადებს