კელი დეგნანი ითხოვდა, მიხეილ სააკაშვილი არ დაენიშნათ თანამდებობაზე

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისოდ ითხოვდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში თანამდებობაზე არ დაენიშნათ. ინფორმაცია “მთავარ აქცენტებში” ნიკა გვარამიამ, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით გაასაჯაროვა:

“ქალბატონმა დეგნანმა, როგორც უკრაინული წყაროები ადასტურებენ, და ამ დღეებში ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება, ქალბატონმა დეგნანმა განახორციელა ზარი ვაშინგტონში და კიევში და კატეგორიულად მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილის არდანიშვნა არც ერ თანამდებობაზე”, – ამბობს ნიკა გვარამია.

მისივე თქმით, კელი დეგნანს ამ მოთხოვნის პასუხად უთხრეს, რომ “საკუთარი მანდატის ფარგლებში ჩამჯდარიყო და თავის საქმისთვის მიეხედა”.

„რა თქმა უნდა, მას უპასუხეს, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში ჩაჯდეს და მიხედოს საკუთარ საქმეს, მაგრამ მთავარი კითხვა აქ სხვა არის. ვინ ეკითხება კელი დეგნანს მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება? ვინ დაავალა მას ამ ზარის განხორციელება და როგორ გაბედა საერთოდ ამის გაკეთება? ვის თამაშს თამაშობდა როცა ამას შვრებოდა? რომელ მიხეილ სააკაშვილზეა ლაპარაკი, ქალბატონო დეგნან, იცით თქვენ? მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან“, – ამბობს გვარამია.

 

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: ოპოზიცია ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ ნებას, რათა შეთანხმება მიღწეულ იქნას
შემდეგი სტატიამიმოწერა ირაკლი კობახიძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის – ფაქტი “მთავარი არხის” კამერამ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს დააფიქსირა